Codex
მიიღეთ 500$-მდე ღირებულების კრედიტები თქვენი გუნდისთვის, როდესაც ის Codex-ის გამოყენებას დაიწყებს.
აგენტებზე დაფუძნებული სისტემების აგების საუკეთესო გზა
შექმნილია რეალური საინჟინრო სამუშაოს განსახორციელებლად
რუტინული Pull Request-ებიდან დაწყებული ყველაზე რთული ამოცანებით დასრულებული, Codex-ი საიმედოდ ასრულებს დავალებებს თავიდან ბოლომდე , იქნება ეს ახალი ფუნქციონალის აწყობა, კომპლექსური რეფაქტორინგი, მიგრაცია თუ სხვა,OpenAI-ის მოწინავე კოდირების მოდელების მხარდაჭერით


შექმნილია მრავალ აგენტიანი სამუშაო ნაკადებისთვის
Codex-ის აპლიკაცია აგენტური პროგრამირების ბრძანებების ცენტრია. ჩაშენებული სამუშაო ხეებისა და ღრუბლოვანი გარემოს მეშვეობით, აგენტები პარალელურ რეჟიმში მუშაობენ სხვადასხვა პროექტზე და კვირების სამუშაოს რამდენიმე დღეში ასრულებენ.


ერგება თქვენი გუნდის მუშაობის სტილს
Skills-ის მეშვეობით, Codex-ი სცილდება უბრალოდ კოდის წერას და პირდაპირ მონაწილეობს იმ სამუშაოებში, რომლებიც Pull Request-ებს მზა პროდუქტად აქცევს,მაგალითად, კოდის სიღრმისეული გააზრება, პროტოტიპირება და დოკუმენტირება, თქვენი გუნდის სტანდარტებთან შესაბამისობაში.


შექმნილია უწყვეტ,ფონურ რეჟიმში მუშაობისთვის.
Automations-ის მეშვეობით, Codex-ი დამატებითი მითითებების გარეშე, ითავსებს რუტინულ, თუმცა მნიშვნელოვან სამუშაოებს, როგორიცაა ხარვეზების სორტირება, გაფრთილების შეტყობინებების მონიტორინგი, CI/CD და სხვა, რათა თქვენ შეძლოთ ფოკუსირება შექმნის პროცესზე.


ზრდის ხარისხის სტანდარტს თქვენს გუნდში
Codex აუმჯობესებს საბაზისო ხარისხს უფრო საფუძვლიანი შემუშავების, ყოვლისმომცველი ტესტირებისა და კოდის გულდასმით შემოწმების გზით, რაც უზრუნველყოფს პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და საშუალებას აძლევს თქვენს გუნდს, თავდაჯერებულად გამოუშვას პროდუქტი.


ერთი და იგივე აგენტი ყველგან, სადაც კოდს წერთ

დაიწყეთ Codex-ის აპლიკაციაში

გადადით თქვენს რედაქტორზე

გააგრძელეთ ტერმინალში
რას ამბობენ შემქმნელები

„Wonderful-ში Codex CLI-მ სრულად ჩაანაცვლა ყველა სხვა აგენტური პლატფორმა ჩვენი ძირითადი ტექნოლოგიებისა და არქიტექტურული სამუშაოებისთვის, რომლებიც სიღრმისეულ მსჯელობასა და გააზრებას მოითხოვს“.
დანიელ სიკორსკი, მთავარი არქიტექტორი, Wonderful

„Harvey-ში Codex-მა შეცვალა ჩვენი შექმნის პროცესი, ადრეული იტერაციის დროის 30-50%-ით შემცირებით, რამაც ინჟინრებს საშუალება მისცა, ფოკუსირება მოეხდინათ სისტემის დიზაინსა და მაღალი გავლენის მქონე გადაწყვეტილებებზე .“
Joey Wang, მობილური მიმართულების ხელმძღვანელი,Harvey

`Codex-ით შაბათ-კვირას ვასრულებთ იმას, რასაც ადრე ერთი კვარტალი სჭირდებოდა. ის ჩვენს ძირითად ინსტრუმენტად იქცა იმ პროექტებისთვის, რომელთა განხორციელებასაც სხვაგვარად ვერც კი შევძლებდით“.
ტეს როსანია, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, Sierra

„ბოლო პერიოდში Codex-ის განახლებები თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. Codex-ის მიერ შესრულებული Pull Request-ების მიმოხილვა პოულობს ისეთ ხარვეზებს, რომლებიც ჩვენს გუნდს შესაძლოა გამორჩენოდა, რაც გვეხმარება პროდუქტის უფრო თავდაჯერებულად გაშვებაში. ახლა ჩვენ CLI-ს და დესკტოპ აპლიკაციას უფრო მეტად ვაინტეგრირებთ ჩვენს სამუშაო პროცესებში — თითოეული ახალი ვერსია ხარისხის სტანდარტს კიდევ უფრო მაღლა წევს.“
Austin Ray, AI Dev X გუნდის ხელმძღვანელი, Ramp

„Codex-მა საუკეთესო შედეგი აჩვენა ჩვენს ბექენდ Python-ის კოდის მიმოხილვის ბენჩმარკში. ის იყო ერთადერთი, რომელმაც აღმოაჩინა რთული უკუ-თავსებადობის პრობლემები და თანმიმდევრულად იპოვა ისეთი მძიმე ხარვეზები, რომლებიც სხვა ბოტებს გამორჩათ.“
Aaron Wang, პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი, Duolingo

„დამჭირდა სხვა გუნდის კოდის ბაზის განახლება გამოშვებისთვის. Codex-მა უზრუნველყო რეფაქტორინგი და ტესტების გენერაცია, რის შედეგადაც მივიღე სრულად შემოწმებული კოდი, რომელიც სწრაფად დავაბრუნე — ამან საშუალება მოგვცა, ფუნქციონალის გაშვება გრაფიკიდან არ ამოვარდნილიყო, დამატებითი რისკის გარეშე”.
Tres Wong-Godfrey, ტექნიკური ხელმძღვანელი, Cisco Meraki