გადადით მთავარ შინაარსზე
OpenAI

დიზაინის სახელმძღვანელო წესები

თქვენ წინაშეა OpenAI-ს ბრენდის სახელმძღვანელო წესები ეს რესურსი მკაფიო მითითებებს გაწვდით ჩვენი ბრენდინგის შესახებ, როგორიცაა ლოგოს გამოყენება, ენა და მასალები, რომლებიც მარკეტინგისა და კომუნიკაციის მხრივ გჭირდებათ.

შესავალი

სახელწოდება „OpenAI“, OpenAI-ს ლოგო, ბრენდები „ChatGPT“ და „GPT“ და OpenAI-ს სხვა სავაჭრო ნიშნები OpenAI-ს საკუთრებაა. ამ სახელმძღვანელო წესების მიზანია, რომ დაეხმაროს ჩვენს პარტნიორებს, გადამყიდველებს, მომხმარებლებს, დეველოპერებს, კონსულტანტებს, გამომცემლებსა და ნებისმიერ სხვა მესამე მხარეს, შეიტყონ, როგორ გამოიყენონ და აჩვენონ ჩვენი სავაჭრო ნიშნები და საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრები საკუთარ რესურსებსა და მასალებში.

სიტყვიერი ნიშანი

სიტყვიერი ნიშანი პირდაპირ ჩვენი ვიზუალური ფილოსოფიითაა შთაგონებული. ის შექმნილია OpenAI Sans შრიფტით, ხოლო O იდეალური წრის ფორმისაა.

მიუხედავად იმისა, რომ ზომის მასშტაბირება თავისუფლადაა შესაძლებელი, ბალანსი და პროპორციები ფიქსირებულია, რომ უზრუნველყოფილი იქნეს თანმიმდევრულობა ჩვენი პროდუქტების, მომსახურებებისა და დეპარტამენტების მთელ სპექტრში. ის სხვადასხვა ფორმითაც შეიძლება გამოჩნდეს კონტექსტისა და იმ ცნობადობის ხარისხის მიხედვით, რომელიც ჩვენს ბრენდინგს აქვს კონკრეტულ დროსა თუ გეოგრაფიულ არეალში.

OpenAI logo

Our primary wordmark requires prescribed clear space
and should NOT be used with the Blossom.

Dos and Don’ts: Wordmark

DON'T stretch or alter wordmark in any way

DON'T stretch or alter wordmark in any way

DON'T use the Blossom as the primary branding

DON'T use the Blossom as the primary branding

DON'T crop wordmarks

DON'T crop wordmarks

DON'T use wordmarks as masks

DON'T use wordmarks as masks

DON'T use any unapproved variations

DON'T use any unapproved variations

DON'T use any effects or textures

DON'T use any effects or textures

Blossom ყვავილის ლოგო არაა მხოლოდ ვიზუალური სიმბოლო; ის განასახიერებს ძირითად ფილოსოფიას, რომელიც წარმართავს ჩვენს მიდგომას დიზაინისა და ინოვაციის მხრივ. თავისი არსით ეს ლოგო ასახავს ადამიანისა და ტექნოლოგიის დინამიკურ გადაკვეთას: ესაა ორი ძალა, რომლებიც აყალიბებს ჩვენს სამყაროს და შთაგონებაა ჩვენი საქმიანობისთვის. დიზაინში წრეები განასახიერებს ადამიანზე ორიენტირებული აზროვნების მოქნილობასა და სითბოს, ხოლო სწორი კუთხეები — იმ სიზუსტესა და სტრუქტურას, რომელსაც ტექნოლოგია მოითხოვს.

OpenAI Blossom

Use the prescribed spacing to let the Blossom breathe.

რა უნდა გააკეთოთ და რა — არა: Blossom ყვავილის ლოგო

DON'T add any colors to the Blossom

DON'T add any colors to the Blossom

DON'T use the Blossom as the primary branding

DON'T use the Blossom as the primary branding

DON'T add any unauthorized elements

DON'T add any unauthorized elements

DON'T use the Blossom over a busy image

DON'T use the Blossom over a busy image

DO use the established spacing rules

DO use the established spacing rules

DO use the Blossom with lots of open space

DO use the Blossom with lots of open space

ლოგოების გამოყენების ინსტრუქცია

რა უნდა გააკეთოთ:

  • გამოიყენეთ ლოგო მხოლოდ მაშინ, როცა ის პირდაპირ უკავშირდება OpenAI-ს მომსახურებებს.
  • დაიცავით OpenAI-ს სტილის სახელმძღვანელოები და გამოყენების პირობები.
  • ლოგო გამოიყენეთ ზუსტად იმ ფორმით, როგორც მიიღეთ და აღიარეთ, რომ ის OpenAI-ს ეკუთვნის.

რა არ უნდა გააკეთოთ:

  • არ გამოიყენოთ ლოგო ნებართვის გარეშე ან OpenAI-ს პირობების მოქმედების ფარგლებს გარეთ.
  • არასწორად არ წარმოაჩინოთ თქვენი ურთიერთობა OpenAI-სთან, არ მიანიშნოთ მხარდაჭერაზე და არ დააბნიოთ მომხმარებლები სპონსორობის შესახებ.
  • არ გამოიყენოთ ლოგო უფრო თვალსაჩინოდ, ვიდრე თქვენი ლოგო და ასევე, შეუსაბამო კონტექსტებში.
  • არ განათავსოთ ლოგო მატერიალურ საქონელზე, სარეკლამო ნივთებზე და არ შეცვალოთ ის რაიმე ფორმით.
  • არ ჩასვათ ლოგო თქვენს ბრენდინგში, სავაჭრო ნიშანში და არ შექმნათ მსგავსი ლოგო.

პარტნიორობა ბრენდებთან

პარტნიორების ლოგოებთან სიტყვიერი ნიშნების გამოყენებისას დაიცავით დაბალანსებული დაშორება და მკაფიო იერარქია. მოერიდეთ ლოგოების ერთმანეთთან ზედმეტად ახლოს განთავსებას და დაიცავით საკმარისი სივრცე სიცხადისა და ვიზუალური ეფექტის შესანარჩუნებლად. დარწმუნდით, რომ თითოეული ლოგო სათანადო ზომითაა წარმოდგენილი, იყენებს მისთვის დამტკიცებულ ფერთა ფორმატს და არაა დამახინჯებული თუ რაიმე ფორმით შეცვლილი.

ყველა თანაბრენდირებული მასალა ორივე ბრენდმა უნდა დაამტკიცოს შესაბამისი პროცედურების გავლით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თანმიმდევრულობა და ბრენდინგის სტანდარტების დაცვა.

OpenAI Partnerships

რა უნდა გააკეთოთ და რა — არა: ბრენდის პარტნიორობები

DON'T add any colors to the partnership lockup

DON'T add any colors to the partnership lockup

DON'T use the wordmark as very different sizes

DON'T use the wordmark as very different sizes

DON'T use the blossom with the partnership lock-up

DON'T use the blossom with the partnership lock-up

DON'T use the partnership lockup over a busy image

DON'T use the partnership lockup over a busy image

DO use the established spacing rules

DO use the established spacing rules

DO strive to have the wordmarks be the same height

DO strive to have the wordmarks be the same height

ტიპოგრაფია

OpenAI Sans თავის თავში აერთიანებს მომრგვალებულ ფორმას, გეომეტრიულ სიზუსტესა და ფუნქციურობას მცირე ცვლილებები (როგორიცაა უფრო გლუვი მრუდები და ასოების ინდივიდუალური ფორმატი), მას მეგობრულ და წრიულ იერს აძლევს.

ხელმისაწვდომია ხუთი ძირითადი სისქის შრიფტი: Light, Regular, Medium, Semibold და Bold (თხელი, სტანდარტული, ნახევრად სქელი, საშუალო სისქის და სქელი) და თითოეულ მათგანს შესაბამისი კურსივი სტილი აქვს. OpenAI Sans ასევე გამოირჩევა უნიკალური გაუმჯობესებებით გათანაბრებისა და გლიფების დახვეწის მხრივ, რომელთა მიზანია სიცხადისა და მრავალფუნქციურობის უზრუნველყოფა როგორც ციფრული, ისე ბეჭდური სახით გამოყენების შემთხვევაში. OpenType-ის ფუნქციები, როგორიცაა ლიგატურები, ცხრილური ციფრები და რეგისტრის მიმართ მგრძნობიარე პუნქტუაცია, დამატებით ფუნქციონალს უზრუნველყოფს 
პროფესიონალური გამოყენებისთვის.

OpenAI-ს ბრენდის ფილოსოფიის წარმოსაჩენად შექმნილი შრიფტი ბალანსს ინარჩუნებს ტექნოლოგიურ სიზუსტესა და ადამიანურ სითბოს შორის და განასახიერებს მომავალზე ორიენტირებულ და ინკლუზიურ ტონს. დიზაინის მხრივ გაკეთებული არჩევანი ასახავს მის როლს OpenAI-ს მისიის მხარდაჭერაში, რაც გულისხმობს მთელი კაცობრიობისთვის სარგებლის მოტანას.

OpenAI Typography

რა უნდა გააკეთოთ და რა — არა: ენა

კონტაქტი

იურიდიული საკითხების თაობაზე დაგვიკავშირდით მისამართზე legal@openai.com⁠.

ყველა სხვა საკითხის თაობაზე (იქნება ეს ჩვენი ლოგოების გამოყენების ნებართვის მოთხოვნები, ამ სახელმძღვანელო წესებთან დაკავშირებული შეკითხვები თუ მომართვები, რომლებიც ზემოთ აღწერილ შემთხვევებს სცდება) დაგვიკავშირდით მისამართზე
partnercomms@openai.com⁠.

პრესრელიზები

როდესაც ჩვენს კომპანიას პრესმასალებში ახსენებთ, გთხოვთ, OpenAl დაახასიათოთ როგორც ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და დანერგვის კომპანია. OpenAl-ს მისიაა იმის უზრუნველყოფა, რომ ზოგადმა ხელოვნურმა ინტელექტმა (ხელოვნური ინტელექტის სისტემებმა, რომლებიც, ზოგადად, ადამიანზე ჭკვიანია) სარგებელი მოუტანოს მთელ კაცობრიობას.

თუ განცხადებები, ბლოგები ან სხვა სახის კომუნიკაცია სცდება ზემოთ აღწერილ შემთხვევებს ან თუ გაქვთ შეკითხვები ჩვენი სახელმძღვანელო წესების შესახებ, დაუკავშირდით OpenAI-ს გუნდს პარტნიორებთან კომუნიკაციის საკითხებში, მისამართზე
partnercomms@openai.com⁠.

გამოყენების პირობები

ტერმინი „ნიშნები“ მოიცავს ყველაფერს, რასაც ვიყენებთ ჩვენი საქონლისა თუ მომსახურებების იდენტიფიცირებისთვის, მათ შორის, ჩვენს სახელებს, ლოგოებს, ხატულებს და დიზაინის ელემენტებს. იყენებთ რა OpenAl-ს ნიშნებს, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ისინი ჩვენ გვეკუთვნის და თქვენი მხრიდან გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი სახის ღირებულებას ჩვენთვის სარგებელი მოაქვს.

ჩვენი ნიშნების გამოყენების ნებართვა გაიცემა შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით:

  • ნიშნები გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებს ბრენდის ამ სახელმძღვანელო წესებს.
  • ჩვენ მიერ გაცემული ნებართვა არის არაექსკლუზიური (შეგვიძლია, ის სხვებსაც მივცეთ) და არაგადაცემადი (თქვენ არ შეგიძლიათ, ის სხვებს გადასცეთ).
  • ჩვენი სასაქონლო ნიშნები არ წარმოაჩინოთ თქვენი კომპანიის სახელზე ან ნიშნებზე უფრო თვალსაჩინოდ.
  • ჩვენ შეიძლება განვაახლოთ სახელმძღვანელო და ცვლილებები გონივრულ ვადაში უნდა განახორციელოთ ჩვენი განახლებების შესაბამისად.
  • ჩვენ შეიძლება შევამოწმოთ ნიშნების გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები მოვითხოვოთ.
  • ნებისმიერ დროს შეიძლება გავაუქმოთ ჩვენი ნიშნების გამოყენების ნებართვა და ასეთ შემთხვევაში გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

დარწმუნდით, რომ თქვენი აპი იცავს OpenAl-ს გამოყენების ყველა წესს. თუ თქვენი პროექტი ჩვენს API-ებს ან მოდელებს (მაგ., GPT‑4‑ს ან DALL·E 3-ს) იყენებს, შეგიძლიათ, ახსენოთ კონკრეტული მოდელი, მაგრამ დაიცავით სიზუსტე.

აკრძალულია მოდელების სახელების გამოყენება აპების სათაურებში, რადგან ამან საბოლოო მომხმარებლები შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს ასეთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ასევე ირთვება იძულებითი აღსრულების მექანიზმები. GPT‑ები ChatGPT‑ს მორგებული ვერსიებია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი აპის აღწერებში GPT არ ახსენოთ (აკრძალულია GPT ბრენდის გამოყენება აპის, პროდუქტის, დეველოპერის თუ კომპანიის სახელებში).